TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

საბატინი:“ ლიგაზე გასვლის შემთხვევაში, იუვემ ტუდორი გუნდში უნდა დატოვოს“

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის სანდრო საბატინის აზრით, თუ იუვე სეზონს ოთხეულში დაასრულებს, იგორ ტუდორი გუნდში უნდა დარჩეს.

„იუვენტუსი ტუდორის მისვლის შემდეგ სრულიად სხვა ფეხბურთს თამაშობს. გუნდი უფრო ხარისხიანი, სწრაფი და ვერტიკალურია.

„ვფიქრობ, თუ იუვენტუსმა სეზონი ოთხეულში დაასრულა და ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა, ტურინელებმა ტუდორი მომდევნო სეზონშიც უნდა შეინარჩუნონ.“

error: დაცული კონტენტი !