TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

საბატინი:“ იუვენტუსმა ლუისს მეტი დრო უნდა მისცეს, მოტას გუნდს დიდი პოტენციალი აქვს“

ვალტერ საბატინიმ Gazzetta dello Sport-თან საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„დუგლას ლუისის სიტუაცია იუვენტუსში ? რა თქმა უნდა, ის ჯერჯერობით ვერ აჩვენებს იმ თამაშს, რასაც მისგან ქომაგები ელოდებოდნენ, თუმცა ლუისის ხარისხში ეჭვის შეტანა წარმოუდგენელია და მჯერა, ადაპტაციის გავლის შემდეგ ის გაცილებით მოუმატებს.

„იუვეს საუკეთესო ფეხბურთელი გასულ ტურებში ? ვფიქრობ, კამბიაზომ თავი შესანიშნავად წარმოაჩინა. ის თავისი უნივერსალობითა და თამაშის წაკითხვის უნარით გუნდს ძალიან ეხმარება.

„რატომ თქვა იუვემ უარი კონტეს დაბრუნებაზე ? ვფიქრობ, ანტონიოს ტურინში ისეთივე გავლენა აღარ ექნებოდა, როგორც ეს პირველად მოხდა, დაბრუნებები ყოველთვის ძალიან სარისკოა. ჯუნტოლიმ აირჩია მწვრთნელი, ვინც ბოლონიაში ძალიან ლამაზი და ამავდროულად შედეგიანი ფეხბურთი აჩვენა.

„იუვენტუსს დიდებული დაცვა ჰყავს, რაც წარმატებული გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი ასპექტია და მჯერა, მათ დიდი პოტენციალი აქვთ.“