რუი:“ იუვენტუსმა ოსიმენის გასაფორმებლად ყველაფერი უნდა გააკეთოს“
ლუჩიანო სპალეტის შესახებ საუბრის შემდეგ (იხილეთ აქ), ნაპოლის ყოფილმა ფეხბურთელმა მარიო რუიმ ტურინულ გრანდს ვიქტორ ოსიმენის გაფორმება ურჩია.
„ვფიქრობ, იუვენტუსმა ვიქტორ ოსიმენის გასაფორმებლად ყველაფერი უნდა გააკეთოს. დამოკიდებულება სპალეტისა და ოსიმენს შორის გამორჩეულია, ვიქტორი არის ფეხბურთელი, რომელიც ნებისმიერ ევროპულ გრანდს საგრძნობლად გააძლიერებს.
„ოსიმენის გაფორმებით იუვენტუსის ამბიციები საგრძნობლად გაიზრდება, მასთან ერთად ბიანკონერი ნებისმიერ გუნდს პრობლემებს შეუქმნის.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
