TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

რუგანის მომავალი უახლოეს საათებში გადაწყდება

ალფრედო პედულას ინფორმაციით, ალ-აინი დანიელე რუგანისგან საბოლოო პასუხს უახლოესი 24 საათის განმავლობაში ელოდება.

არაბული გუნდი იტალიელ მცველს 3-წლიან კონტრაქტს და გასამრჯელოს სახით 4 მილიონ ევროს სთავაზობს და იმედი აქვს, ტრანსფერს უახლოეს საათებში დახურავს.

რუგანის ევროპაში დარჩენა და აიაქსში გადასვლა უნდა, მაგრამ ნიდერლანდელები ჯერჯერობით მის გაფორმება ვერ ახერხებენ, რადგან პირველ რიგში ფეხბურთელის გაყიდვა უწევთ, ამიტომ იტალიელი არაბული წინადადების მიღებას სერიოზულად განიხილავს.