TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

რუგანის აიაქსში ტრანსფერი უახლოეს საათებში დაიხურება

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, იუვენტუსმა და აიაქსმა დანიელე რუგანის ტრანსფერის ყველა დეტალი შეათანხმეს.

წყაროს ცნობით, იტალიელი მცველი ნიდერლანდურ გუნდს 1-წლიანი იჯარით შეუერთდება, მისი შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით.

გამოცემის ინფორმაციით, გუნდებს შორის ყველა დეტალი უკვე შეთანხმებულია და ტრანსფერი უახლოეს პერიოდში დაიხურება.