TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

რუგანის აგენტმა იტალიელის იუვეში ნაადრევად შესაძლო დაბრუნებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა

გლეისონ ბრემერის ტრავმის შემდეგ, იტალიურ მედიაში აიაქსში განათხოვრებული დანიელე რუგანის იანვარში შესაძლო დაბრუნების თაობაზე არაერთმა გამოცემამ დაწერა.

ამ თემაზე კომენტარი დანიელეს აგენტმა გააკეთა.

„მე იუვენტუსისგან არაფერი მსმენია და ვფიქრობ, რუგანი მინიმუმ სეზონის ბოლომდე აიაქსში დარჩება.

„აქ ტექნიკური პრობლემა არ არსებობს, უბრალოდ გუნდს სხვა იდეები აქვს.“