რუგანი შესაძლოა იუვენტუსში დაბრუნდეს
დანიელე რუგანი შესაძლოა სეზონის ბოლოს ფიორენტინადან იუვენტუსში დაბრუნდეს.
იტალიელი ფეხბურთელი ფლორენციულ გუნდში იჯარის წესით თამაშობს, მისი შემდგომში 2.5 მილიონ ევროდ გამოსყიდვის პერსპექტივით.
რუგანის გამოსყიდვა სავალდებულო გახდება, თუ დანიელე ფიორენტინას მაისურით მინიმუმ 5 მატჩში მოედანზე 45 ან მეტ წუთს გაატარებს და გუნდი სერია ა-ში დარჩება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
