რუგანი ალ-შაბაბს უახლოვდება
არაბული ალ-შაბაბი დანიელე რუგანის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს და როგორც ჩანს, იტალიელი ფეხბურთელი არაბულ გუნდში გადასვლის წინააღმდეგი არ არის.
ალფრედო პედულას ინფორმაციით, არაბები რუგანის 3-წლიან კონტრაქტსა და ხელფასის სახით 7 მილიონ ევროს სთავაზობენ, რაც მის ამჟამინდელ გასამრჯელოზე 3-ჯერ მეტია.
წყაროს ცნობით, იუვენტუსი რუგანის გაყიდვის წინააღმდეგი არ არის, თუმცა მის სანაცვლოდ მინიმუმ 5-6 მილიონ ევროს ითხოვს.