TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

რუგანი აიაქსს უახლოვდება

დანიელე რუგანი კარიერას აიაქსის რიგებში გააგრძელებს.

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, იტალიელი მცველი ნიდერლანდური გუნდის რიგებს 1-წლიანი მშრალი იჯარის წესით შეუერთდება, თუმცა გუნდებს შორის არსებობს სიტყვიერი შეთანხმება, რომ მის შესაძლო გამოსყიდვაზე სეზონის მსვლელობისას მოლაპარაკებებს გამართავენ.

რუგანი, ვინც იუვენტუსთან კონტრაქტი ახლახანს გაახანგრძლივა, ტიაგო მოტას გეგმებში არ შედის, ამიტომ ის გუნდს მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში დატოვებს.