TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

რუგანი აიაქსის მოლოდინშია

ალფრედო პედულას ცნობით, დანიელე რუგანი აიაქსის მოლოდინშია და დიდი ალბათობით მომდევნო დღეებში იტალიელი ნიდერლანდურ გრანდს შეუერთდება.

წყაროს ცნობით, აიაქსსა და იუვენტუსს შორის ტრანსფერის თაობაზე შეთანხმება უკვე არსებობს, მაგრამ ნიდერლანდელებს მის გასაფორმებლად პირველ რიგში რომელიმე მცველის გაყიდვა მოუწევს.

რუგანი აიაქსს 1-წლიანი იჯარით შეუერთდება და გუნდები მისი საბოლოოდ გამოსყიდვის თაობაზე სეზონის მსვლელობისას იმსჯელებენ.