TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

რომას ახალი წინადადება კიეზას თაობაზე

Tuttosport-ის ინფორმაციით, რომა ფედერიკო კიეზას ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს და ჯალოროსი უახლოეს პერიოდში ტურინულ გრანდს ოფიციალური წინადადებით მიმართავს.

წყაროს ცნობით, ჯალოროსი ბიანკონერის ფედერიკოს სანაცვლოდ დაახლოებით 15 მილიონ ევროსა და სტეფან ელ შაარავის შესთავაზებს.

გამოცემის ინფორმაციით, თუ კიეზამ რომაში ტრანსფერზე თანხმობა განაცხადა, ჯალოროსი მისთვის სეზონში გასამრჯელოს სახით 6 მილიონი ევროს გადახდის წინააღმდეგი არ არის.