რომანომ ადეიემის მიმართ იუვენტუსის ინტერესი დაადასტურა
ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ იუვენტუსის მხრიდან დორტმუნდის ტალანტის კარიმ ადეიემის მიმართ არსებული ინტერესი დაადასტურა.
„იანვარში ნაპოლისა და დორტმუნდს შორის ადეიემის თაობაზე შეთანხმება შედგა, მაგრამ ფეხბურთელმა პარტენოპეის რიგებში თამაშზე უარი თქვა, რის შემდეგაც მის წარმომადგენლებს იუვენტუსი დაუკავშირდა.
„ტურინელები ადეიემის გაფორმებას ზაფხულში აუცილებლად ეცდებიან.“