რომანო:“ ტონალი იუვენტუსის პრიორიტეტია“
ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ სანდრო ტონალის მიმართ იუვენტუსის ინტერესი დაადასტურა.
„იუვენტუსის ინტერესი ტონალის მიმართ მართლაც სერიოზულია, გუნდში სანდროს ხილვა გუნდის თითოეულ წევრს სურს, მათ შორის სპალეტის, თუმცა ამ იდეის მთავარი მხარდამჭერი დამიენ კომოლია, რომელიც გუნდის გასაძლიერებლად ტონალის იდეალურ კანდიდატად მოიაზრებს.
„კომოლიმ სანდროს იუვენტუსში მიყვანა გასულ ზაფხულსაც სცადა, მაგრამ მაშინ ამის გაკეთება ფინანსური სიტუაციის გამო შეუძლებელი იყო. იანვარში ტონალის ნიუკასლიდან წასვლა ფაქტობრივად გამორიცხულია, დევიდი-ტონალის ბარტერზე კი ამ მომენტისთვის არანაირი საუბარი არ მიმდინარეობს.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
