რომანო:“ სპალეტიმ იუვენტუსის გამო გაცილებით კარგ წინადადებებზე თქვა უარი“
ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ იუვენტუსში ლუჩიანო სპალეტის მისვლის დეტალებზე ისაუბრა.
„სპალეტიმ თავიდან იუვენტუსისგან 3-წლიანი კონტრაქტი ითხოვა, თუმცა შემდეგ ტურინელების წინადადებას დათანხმდა, რომლის მიხედვითაც ის იუვენტუსში სეზონის ბოლომდე დარჩება, შემდგომში გახანგრძლივების პერსპექტივით.
„ლუჩიანოს ეკონომიკური თვალსაზრისით გაცილებით უკეთესი წინადადებები ჰქონდა, მათ შორის ნოტინგჰემ ფორესტიდან და არაბული გუნდებისგან, მაგრამ მისი პრიორიტეტი იუვენტუსი იყო.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
