რომანო:“ მენიოს ინგლისში ტრანსფერი გამორიცხული არ არის“
ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ კენან ილდისის მომავალთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
„გასულ დღეებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ არსენალის წარმომადგენლები ტურინში კენან ილდისის აგენტს შეხვდნენ, თუმცა როგორც მე ვიცი, ასეთ შეხვედრას ადგილი არ ჰქონია.
„არის თუ არა იმის შესაძლებლობა, რომ ილდისი კარიერას ინგლისში გააგრძელებს ? დიახ, რადგან პრემიერ ლიგაში მის მიმართ ინტერესს არაერთი გუნდი იჩენს, მაგრამ ამ მომენტისთვის კონკრეტული არაფერია.
„იუვენტუსი კენანის ახალ კონტრაქტზე მუშაობას აქტიურად აგრძელებს და მათი პრიორიტეტი თურქის შენარჩუნებაა.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
