რომანო: იუვეს ინტერესი გიოკერეშის მიმართ სერიოზულია
ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ დაადასტურა, რომ გასულ კვირებში იუვენტუსი ვიქტორ გიოკერეშის ტრანსფერზე აქტიურად მუშაობდა.
წყაროს ცნობით, სპორტინგი აქამდე 26 წლის ფორვარდის სანაცვლოდ 65-70 მილიონს ითხოვდა, თუმცა ფეხბურთელის მიმართ არსებული დიდი ინტერესის ფონზე, ეს თანხა კიდევ უფრო გაიზარდა.
რომანოს თქმით, სპორტინგსა და გიოკერეშს შორის ურთიერთობა დაძაბულია. ფეხბურთელმა გუნდს განუცხადა, რომ პორტუგალიური გრანდის რიგებში თამაშს აღარ აპირებს და გუნდის დატოვება სურს…