რომანო:“ იუვენტუსმა სილვასთან მოლაპარაკებები უკვე დაიწყო“
ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ ბერნარდო სილვას მიმართ იუვენტუსის ინტერესი დაადასტურა.
წყაროს ცნობით, პორტუგალიელი ფეხბურთელის სიტიდან თავისუფალი აგენტის სტატუსით წასვლა უკვე გადაწყვეტილია და მისი აგენტი ახალი გუნდის ძიებას უკვე შეუდგა.
რომანოს თქმით, მისი ერთ-ერთი მსურველი იუვენტუსია, ტურინულმა გრანდმა ჟორჟე მენდეშთან მოლაპარაკებები უკვე დაიწყო და მისი უფასოდ გაფორმება სურს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
