რომანო: იუვემ გიოკერეშის აგენტთან მოლაპარაკებები გამართა
ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, იუვენტუსი გასულ დღეებში სპორტინგის ფორვარდის ვიქტორ გიოკერეშის აგენტს დაუკავშირდა.
წყაროს ცნობით, სპორტინგის ფორვარდის ტრანსფერზე ჯერ კიდევ კრისტიანო ჯუნტოლი მუშაობდა და ახლა მოლაპარაკებებს იუვენტუსის ახალი მენეჯმენტი აგრძელებს.
იუვენტუსის ინტერესი გიოკერეშის მიმართ სერიოზულია, თუმცა ტურინულ გრანდს ფეხბურთელის გასაფორმებლად სერიოზული კონკურენციის დაძლევა მოუწევს.