რომანო:“ იუვენტუსი და მილანი ლევანდოვსკის გადაწყვეტილების მოლოდინში არიან“
ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ რობერტ ლევანდოვსკის სიტუაციაზე ისაუბრა.
„რობერტ ლევანდოვსკის მომავალი ჯერ კიდევ გაურკვეველია. მას MLS-ის და არაბული გუნდებისგან ძალიან კარგი წინადადებები აქვს, ბარსელონა კი მას ახალი კონტრაქტის სანაცვლოდ შემცირებულ ხელფასს სთავაზობს.
„იუვენტუსისა და მილანის ინტერესი არსებობს, თუმცა მათ ჯერ ოფიციალური წინადადებები არ წარუდგენიათ, რადგან პოლონელის საბოლოო გადაწყვეტილების მოლოდინში არიან.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
