TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

რომამ კიეზას ტრანსფერზე მუშაობა განაახლა

იტალიელი ჟურნალისტის სებასტიანო სარნოს ინფორმაციით, რომამ ფედერიკო კიეზას ტრანსფერზე მუშაობა განაახლა.

წყაროს ცნობით, ჯალოროსი პაულო დიბალას წასვლისთვის ემზადება და არგენტინელის გაყიდვის შემთხვევაში მათი პრიორიტეტი სწორედ კიეზა იქნება.

ფედერიკოს პრიორიტეტი ამ მომენტისთვის ბარსელონაში გადასვლაა, თუმცა ის რომას წინადადებაზე უარს არ იტყვის, თუ გუნდებმა შეთანხმება შეძლეს.