როკი:“ ტუდორი მართალია, მსაჯმა ვერონასთან მატჩში უპატიებელი შეცდომები დაუშვა“
იტალიის მსაჯთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ჯანლუკა როკიმ აღიარა, რომ ვერონასთან მატჩში იუვენტუსი არბიტრთა შეცდომების გამო დაზარალდა.
„იუვენტუსის კარში დანიშნული 11-მეტრიანი უსამართლოა. მართალია ბურთი ჟოაუ მარიოს ხელს შეეხო, მაგრამ დინამიკაში აშკარაა, რომ პენალტის დანიშვნა შეცდომა იყო.
„ორბანისა და გატის ეპიზოდი ? ვიდეოში კარგად ჩანს, რომ ორბანმა მიზანმიმართულად იუხეშა და ის წითელ ბარათს იმსახურებდა. ტუდორმა მატჩის შემდეგ ამ შეცდომებს ხაზი გაუსვა და უნდა ვაღიაროთ, რომ ის მართალი იყო.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
