რევეცანი:“ ტუდორის სკამი ვერონასთან მატჩის შემდეგ შეირყა“
გამოცემა TeleLombardia-ს დირექტორმა ფაბიო რავეცანიმ იგორ ტუდორის გუნდიდან გაშვებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
„იგორ ტუდორის პოზიცია იუვენტუსის რიგებში ვერონასთან მატჩის შემდეგ შეირყა. ტუდორმა ისაუბრა მსაჯებზე, კალენდარზე, იღბალზე, მაგრამ თავის შეცდომებზე ერთი სიტყვაც კი არ დასცდენია.
„სწორედ ამ მატჩის შემდეგ გაჩნდა იუვენტუსში მისი გაშვების იდეა, კომოსთან და ლაციოსთან შეხვედრები კი იყო დადასტურება, რომ ცვლილება აუცილებელი გახლდათ.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

 
                 
                 
                