რევეცანი:“ იუვენტუსში ექსპერიმენტები უნდა დასრულდეს“
ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა და TeleLombardia-ს დირექტორმა ფაბიო რევეცანიმ იუვენტუსის სიტუაცია შეაფასა.
„დროა, იუვენტუსში ექსპერიმენტები დასრულდეს. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, ვინ არის სასტარტო შემადგენლობის წევრი და ვინ სათადარიგო ფეხბურთელი.
„როტაცია გარდაუვალია, მაგრამ ყოველ მატჩში სასტარტო შემადგენლობაში 4-5 ფეხბურთელის შეცვლა გუნდს სტაბილურობის შენარჩუნების საშუალებას არ აძლევს.“