რეტეგი იტალიაში დასაბრუნებლად ხელფასის შემცირების წინააღმდეგი არ არის
მატეო რეტეგი შეტევის გასაძლიერბელად იუვენტუსის ერთ-ერთ პოტენციურ სამიზნედ რჩება.
26 წლის ფორვარდს არაბული ალ-ქადაშის რიგებში შესანიშნავი სეზონი აქვს, მის აქტივში უკვე 18 გოლია და პოზიტიური სეზონის მიუხედავად, მას ზაფხულში ევროპაში, კონკრეტულად სერია ა-ში დაბრუნება სურს.
SportMediaset-ის ცნობით, რეტეგი მზად არის, სერია ა-ში დასაბრუნებლად ხელფასი მნიშვნელოვნად შეიმციროს, რაც იუვენტუსს საქმეს საგრძნობლად გაუმარტივებს. რეტეგის ფასი დაახლოებით 35-40 მილიონია.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
