TuttoJuve

Juve per sempre sarà

რავანელი:“ სპალეტი არის ადამიანი, ვისაც იუვენტუსში ახალი ციკლის დაწყება შეუძლია“

იუვენტუსის ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ფაბრიციო რავანელიმ იუვენტუსში არსებული სიტუაცია შეაფასა.

„ტუდორის გაშვება ? ვფიქრობ, ტუდორის გაშვების მთავარი მიზეზი ფორმაციისა და სასტარტო შემადგენლობის მხრივ გაურკვევლობა იყო. გაუთავებელ როტაციას და ფორმაციის ცვლას გუნდში დაბნეულობის მეტი არაფერი მოაქვს, საბოლოო ჯამში კი ეს ყველაფერი შედეგებზე აისახება, რაც იუვენტუსში ყველაზე მნიშვნელოვანია.

„სპალეტი ? ვფიქრობ, ეს სწორი არჩევანია. სპალეტი არის მწვრთნელი, რომელსაც იუვენტუსში ახალი ციკლის დაწყება შეუძლია. მის გუნდებში ფორვარდები ყოველთვის კარგად თამაშობდნენ და ვფიქრობ, ეს იუვენტუსის შემტევებსაც წარადგებათ.

„დევიდი ჯერჯერობით იმედებს ვერ ამართლებს. ის საფრანგეთში კარგი იყო, მაგრამ იტალიის ჩემპიონატი სხვა ხარისხის არის, აქ გოლის გატანა გაცილებით რთულია. დუშანს უდინეზესთან ძალიან კარგი მატჩი ჰქონდა და იმედი მაქვს, ის კიდევ უფრო მოუმატებს.

„ოპენდა ? ვფიქრობ, მის სისწრაფესა და მოძრაობებს მეტოქის დაცვაში სივრცეების გაჩენა შეუძლია, ის ვლაჰოვიჩისთვის იდეალური პარტნიორია.

„სპალეტის შეუძლია, კოპმეინერსი ჩვეულ დონეზე დააბრუნოს. ტეუნის ხარისხში ეჭვის შეტანა შეუძლებელია, ის ატალანტაში ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველი იყო, მაგრამ იუვენტუსში გადასვლის შემდეგ ტეუნს სხვადასხვა პოზიციაზე ათამაშებდნენ. იმედი მაქვს, სპალეტისთან ერთად ის თავდაჯერებულობას დაიბრუნებს.“

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

74 views
error: დაცული კონტენტი !