TuttoJuve

Juve per sempre sarà

რავანელი:“ იუვენტუსს კლასიკური ფორვარდი სჭირდება“

იუვენტუსის ლეგენდამ ფაბრიციო რავანელიმ ტურინული გრანდის მთავარ პრობლემაზე ისაუბრა.

„იუვენტუსი ბოლო კვირებში ძალიან კარგად გამოიყურება, გუნდი კარგ ფეხბურთს თამაშობს და უამრავ საგოლე მომენტს ქმნის, მაგრამ აშკარაა, რომ ლუჩიანო სპალეტის კლასიკური ცენტრ-ფორვარდი სჭირდება, რომელიც ხელსაყრელი მომენტების დიდ წილს გამოიყენებს.

„იუვენტუსს იანვარში ფიზიკურად ძლიერი და მაღალი ფორვარდი უნდა გაეფორმებინა, კოლო მუანი ძალიან კარგი დანამატი იქნებოდა, ენ-ნესირის კანდიდატი კი არ მომწონს, ის იუვეს დონის ფეხბურთელი არ არის.

„იმედი მაქვს, ზაფხულში იუვე ვიქტორ ოსიმენის გაფორმებას ეცდება, ის დიდებული ფორვარდია, რომელსაც მოედანზე სხვაობის შექმნა შეუძლია.“

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !