TuttoJuve

Juve per sempre sarà

რამოსი თავისუფალი აგენტია, იუვე მისი ერთ-ერთი პოტენციური მსურველია

ლეგენდარულმა სერხიო რამოსმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ მან მექსიკური მონტერეის რიგებში ბოლო მატჩი ჩაატარა და ახალი გუნდის ძიებაშია.

Calciomercato-ს ინფორმაციით, რამოსის პრიორიტეტი ევროპაში დაბრუნებაა და მის მიმართ ინტერესს სერია ა-ს გრანდები იჩენენ.

წყაროს ცნობით, გასულ კვირებში რამოსის თაობაზე ინფორმაცია იუვენტუსმა და მილანმა გამოითხოვეს, თუმცა ამ მომენტისთვის სერიოზული მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !