რაბიო:“ იუვენტუსთან რიგითი მატჩი არ იქნება, რადგან ამ გუნდთან ძალიან კარგი მოგონებები მაკავშირებს“
მილანის ნახევარმცველმა ადრიენ რაბიომ მილანის ოფიციალურ არხთან ისაუბრა და მათ შორის იუვენტუსსაც შეეხო.
„შეიცვალა თუ არა ალეგრი იუვენტუსის დროსთან შედარებით ? მაქსი დიდებული მწვრთნელია და ის ისეთივე მოტივირებულია, როგორც ადრე. ჩვენ ძალიან ძლიერი და ხარისხიანი გუნდი გვყავს და შეგვიძლია, ამბიციური მიზნებისთვის ვიბრძოლოთ.
„ჰყავს თუ არა მილანს იტალიაში საუკეთესო ნახევარდაცვა ? ჩვენ ძალიან ხარისხიანი ფეხბურთელები გვყავს, მაგრამ არც ინტერის, იუვენტუსის, ნაპოლისა და სხვა გუნდების დავიწყება შეიძლება, ისინი ძალიან ძლიერი ფეხბურთელებით არიან დაკომპლექტებული და წინ საინტერესო სეზონი გველოდება.
„იუვენტუსთან მოახლოებული მატჩი ? ეს რიგითი შეხვედრა არ იქნება, რადგან იუვენტუსში 5 წელი გავატარე და ამ გუნდთან ძალიან კარგი მოგონებები მაკავშირებს, თუმცა მე ახლა მილანის ფეხბურთელი ვარ და გუნდის წარმატებისთვის ყველაფერს გავაკეთებ, სხვებთან კი იუვეს წარმატებებს ვუსურვებ, იქ ძალიან კარგი ადამიანები მუშაობენ, რომლებიც მე დამეხმარნენ და ბევრი რამ მასწავლეს.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
