TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

რა თანხა გამოიმუშავა იუვენტუსმა ჩემპიონთა ლიგაზე…

ნობილმა გამოცემა Calcio e Finanza-მ მიმდინარე სეზონში ამ მომენტისთვის იუვენტუსის მიერ ჩემპიონთა ლიგაზე გამომუშავებული თანხა გაასაჯაროვა.

მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგა მიმდინარე სეზონში ახალი ფორმატით ტარდება, ტურნირზე მონაწილე გუნდთა რაოდენობა 36-მდე, ხოლო საერთო საპზირო ფონდი 2.5 მილიარდ ევრომდე გაიზარდა.

წყაროს ცნობით, იუვენტუსმა ამ მომენტისთვის UEFA-სგან საერთო ჯამში 53.51 მილიონი ევრო მიიღო. აქედან ბიანკონერიმ 18.62 მილიონი ტურნირზე მონაწილეობისთვის, 21.14 მილიონი სატელევიზიო უფლებების გაყიდვითა და სხვა სპონსორებით მიღებული თანხის ნაწილია, 9.27 მილიონი ისტორიული რეიტინგის, დანარჩენი კი ტურნირზე ნაჩვენები შედეგების დამსახურებაა.

იუვენტუსს 3 ტურის შემდეგ 6 ქულა დაუგროვდა და გუნდი მომდევნო ეტაპის საგზურისთვის ბრძოლას აგრძელებს, რაც გუნდს დამატებით 6-7 მილიონ ევროს მოუტანს.