რა დაუჯდება იუვენტუსს მოტას გუნდიდან გაშვება…
ბოლო დღეებში ტიაგო მოტას იუვენტუსიდან შესაძლო წასვლის თაობაზე ცნობები სულ უფრო აქტიური ხდება და ტურინულ გრანდს იტალო-ბრაზილიელი სპეციალისტის გაშვება საკმაოდ მსუყე თანხა დაუჯდება.
მოტას იუვენტუსთან მიმდინარე კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, თუმცა მიმდინარე სეზონში არასტაბილური თამაშისა და ცუდი შედეგების ფონზე, ის დიდი ალბათობით გუნდს სეზონის ბოლოს დატოვებს.
Calcio e Finanza-ს ინფორმაციით, იუვენტუსს ტიაგო მოტასა და მისი სტაფის ნაადრევად გაშვება დაახლოებით 15 მილიონი ევრო დაუჯდება, თუ მხარეებს შორის სხვა სახის შეთანხმება ვერ მოხერხდა.
