რა დაუჯდება იუვენტუსს გიოკერეშის გაფორმება…
გასულ დღეებში იუვენტუსს სპორტინგის ფორვარდი ვიქტორ გიოკერეში არაერთხელ დაუკავშირეს და ის გუნდის ახალი ხელმძღვანელობის ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ მოიაზრება.
გიოკერეშის გამოსასყიდი თანხა 100 მილიონი ევრო გახლავთ, თუმცა გამოცემა IlBianconero-ს ინფორმაციით, სპორტინგი მის გაშვებას 65-70 მილიონი ევროს სანაცვლოდ დათანხმდება.
გიოკერეშმა გასულ სეზონში 52 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 54 გოლი გაიტანა და 13 საგოლე გადაცემა გააკეთა.