ქომაგები მოტას გაშვებას ითხოვენ, მაგრამ…
ბენფიკასთან მარცხის შემდეგ, სოციალურ ქსელებში თეგი #MottaOut მიმდინარე სეზონში პირველად ტრენდებს შორის არის.
ტიაგო მოტას და ფეხბურთელებს გუშინდელი მატჩის შემდეგ მოედნის დატოვება ტიფოზების სტვენის ფონზე მოუწიათ და ქომაგების უკმაყოფილებამ მოგვიანებით სოციალურ ქსელებში გადაინაცვლა.
მირკო დი ნატალეს ინფორმაციით, არსებული სირთულეებისა და ცუდი შედეგების მიუხედავად, იუვენტუსის გეგმები მოტას თაობაზე არ იცვლება: ტიაგო როგორც მიმდინარე, ასევე მომდევნო სეზონში იუვენტუსის მთავარი მწვრთნელი იქნება.