პსჟ-ს უარი იუვენტუსს…
დანიელე ლონგოს ინფორმაციით, იუვენტუსი და პსჟ რანდალ კოლო მუანის თაობაზე ვერ თანხმდებიან.
ტურინულ გრანდს ფრანგი ფორვარდის იჯარის გახანგრძლივება სურდა, მისი შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით, თუმცა პარიზული გუნდი კოლოს არენდით გაშვებას აღარ აპირებს.
წყაროს ცნობით, პსჟ რანდალის სანაცვლოდ 40-45 მილიონს ითხოვს, რისი გადახდაც ამ მომენტისთვის იუვენტუსის გეგმებში არ შედის.
