TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

პსჟ-ს ჰეისენის ტრანსფერში კონკურენციას ბაიერი უწევს

ფრანგული მედიის ინფორმაციით, ლევერკუზენის ბაიერმა დინ ჰეისენის ტრანსფერზე მუშაობა განაახლა და პსჟ-ს კონკურენციას გაუწევს.

პარიზელებმა ესპანელ ტალანტთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა, თუმცა იუვენტუსთან ეკონომიკურ ასპექტებზე შეთანხმება ჯერ არ გამოსდის, რითი სარგებლობაც გერმანული გუნდი ეცდება.

იუვენტუსი მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ჰეისენის გაყიდვას აპირებს, მაგრამ მის სანაცვლოდ მინიმუმ 25 მილიონსა და ბონუსებს ითხოვს.