პსჟ კოლოს იჯარის გახანგრძლივებაზე უარს ამბობს
ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, რანდალ კოლო მუანი დიდი ალბათობით პსჟ-ში დაბრუნდება.
წყაროს ცნობით, ტურინული გრანდი ფრანგი ფორვარდის იჯარის 1 წლით გახანგრძლივებას ცდილობს, მისი შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით.
დი მარციოს ინფორმაციით, პარიზელები არენდის გახანგრძლივების წინააღმდეგები არ არიან, თუ სეზონის ბოლოს მისი 45 მილიონად გამოსყიდვა სავალდებულო იქნება, ასეთი ფორმულა კი იუვენტუსს არ აკმაყოფილებს.
კოლო მუანის ტრანსფერზე ჩელსი მუშაობს და დიდია ალბათობა, ფრანგი ინგლისში გადაბარგდეს.
გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)