TuttoJuve

Juve per sempre sarà

პსჟ კოლო მუანის იჯარით გაშვების წინააღმდეგი არ არის…

იუვენტუსი იანვარში შეტევის გასაძლიერებლად პოტენციური სამიზნეების ძიებას აგრძელებს და გუნდის პრიორიტეტი კვლავ ჯოშუა ზირკზეე გახლავთ, თუმცა მანჩესტერ იუნაიტედი მისი იჯარით გაშვებაზე ჯერჯერობით უარს ამბობს, ამიტომ კრისტიანო ჯუნტოლის ალტერნატიული ვარიანტების ძებნა უწევს.

Tuttomercato-ს ინფორმაციით, იუვენტუსის ერთ-ერთი სამიზნე პსჟ-ს ფორვარდი კოლო მუანი გახლავთ, ის პარიზული გუნდის გეგმებში აღარ შედის და ფრანგები მისი არენდით გაშვების წინააღმდეგები არ იქნებიან.

წყაროს ცნობით, იუვენტუსს კონკურენციას რამდენიმე ინგლისური და გერმანული გუნდი გაუწევს.

31 views
error: დაცული კონტენტი !