TuttoJuve

Juve per sempre sarà

პსჟ და იუვე კოლოს თაობაზე უახლოეს საათებში შეხვდებიან

იუვენტუსი პსჟ-სთან რანდალ კოლო მუანის ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებებს აგრძელებს.

ფრანგი ფორვარდის გუნდში დაბრუნება პირადად იგორ ტუდორის მოთხოვნაა და დამიენ კომოლი პარიზელებთან საერთო ენის გამონახვას ცდილობს.

იუვენტუსი პსჟ-ს კოლოს 1-წლიანი იჯარის სანაცვლოდ 10 მილიონ ევროს შესთავაზებს, მისი შემდგომში 30-35 მილიონად გამოსყიდვის პერსპექტივით, რაც გარკვეული პირობების შესრულების შემთხვევაში სავალდებულო გახდება.

კოლო მუანის მიმართ ინტერესი გასულ დღეებში არაერთმა გუნდმა, მათ შორის მანჩესტერმა გამოთქვა, მაგრამ ფრანგის პრიორიტეტი იუვენტუსში დაბრუნებაა.

გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

62 views
error: დაცული კონტენტი !