პსჟ კოლოს სანაცვლოდ 50 მილიონს ითხოვს და თანხის მიღება დაუყოვნებლივ სურს
ფრანგული გამოცემა FootMercato-ს ინფორმაციით, რანდალ კოლო მუანის იუვენტუსში დაბრუნების შანსი მიზერულია.
წყაროს ცნობით, პარიზელები ფრანგი ფორვარდის იჯარით გაშვებას იმ შემთხვევაშიც კი არ განიხილავენ, თუ სეზონის ბოლოს მისი გამოსყიდვა სავალდებულო იქნება.
გამოცემის ინფორმაციით, პსჟ კოლო მუანის სანაცვლოდ 50 მილიონს ითხოვს და ამ თანხის მიღება ახლავე სურს.

 
                 
                 
                