TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

Prime იუვენტუსის პარტნიორი ხდება

ენერგეტიკული სასმელი Prime იუვენტუსის პარტნიორი და სპონსორი ხდება.

მირკო ნიკოლინოს ინფორმაციით, მხარეებს შორის კონტრაქტი ოფიციალურად უახლოეს პერიოდში გაფორმდება.

Prime ისეთ გუნდებთან თანამშრომლობს, როგორებიცაა ბაიერნი და არსენალი, ასევე კომპანიის ერთ-ერთი სახე იუვენტუსის ქალების გუნდის ახალწვეული ალიშა ლემანი გახლავთ.

Prime იუვენტუსის მაისურის ახალი სპონსორი არ იქნება, ბიანკონერი Jeep-ის შემცვლელის ვინაობას აგვისტოს შუა რიცხვებში გააოფიციალურებს.