პრანდელი:“ მოტას გუნდში ვლაჰოვიჩისგან დიდი მოლოდინები მაქვს, კიეზა?…“
იტალიის ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ჩეზარე პრანდელიმ იუვენტუსში მიმდინარე ცვლილებებზე ისაუბრა.
„მოტა იუვენტუსში ? მას დიდებული ქარიზმა და პერსონალობა აქვს. მჯერა, რომ ტიაგო იუვენტუსში იდეალურ მომენტში მივიდა.
„ტიაგოს ბოლონია გასულ სეზონში უნიკალურ ფეხბურთს თამაშობდა. მრჩებოდა შთაბეწდილება, რომ გუნდი მოვლენების ნებისმიერი განვითარებისთვის მზად იყო და ნებისმიერ ეპიზოდში 2-3 გამოსავალი ჰქონდა.
„ლუისი ? ის უმაღლესი დონის ფეხბურთელია, თუმცა მას იტალიურ ფეხბურთთან და იუვენტუსის სამყაროსთან ადაპტაციისთვის დრო დასჭირდება. პლატინისაც კი იუვენტუსში თავისი შესაძლებლობების წარმოსაჩენად 6-7 თვე დასჭირდა.
„ვლაჰოვიჩი ? ვფიქრობ, მას მოტას გუნდში 30 გოლზე მეტის გატანა შეუძლია. ის ალეგრის ხელში საგრძნობლად განვითარდა, მოტასთან ერთად კი დუშანს გაცილებით მეტი მომენტი ექნება. ვფიქრობ, ვლაჰოვიჩის პოტენციალში ეწვის შეტანა უბრალოდ წარმოუდგენელია.
„კიეზა ? ვფიქრობ, ტიაგოს შეუძლია კიეზას პოტენციალის მაქსიმუმი გამოიყენოს, თუმცა არის სხვა საკითხებიც, რომლებიც არანაკლებ მნიშვნელოვანია. გარედან სიტუაციის შეფასება ძალიან რთულია, თუმცა გამიკვირდება, თუ იუვე კიეზას მარტივად შეელევა.“