TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

პრანდელი:“ ვლაჰოვიჩი ? ფორვარდის მთავარი საზრუნავი გოლის გატანა უნდა იყოს“

იტალიელმა მწვრთნელმა ჩეზარე პრანდელიმ, ვინც დუშან ვლაჰოვიჩთან ერთად ფიორენტინაში მუშაობდა, სერბი ფორვარდის არასტაბილურ თამაშთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

„სეზონის სტარტზე ვფიქრობდი, რომ დუშანი მინიმუმ 25 გოლს გაიტანდა. მას უკვე 9 გოლი დაუგროვდა, თუმცა ვლაჰოვიჩს გაცილებით მეტი შეუძლია.

„ვფიქრობ, რომ ცენტრ-ფორვარდის მთავარი საზრუნავი შეტევაში თამაში და გოლების გატანა უნდა იყოს, ხოლო როდესაც მას დაცვაზეც უწევს ზრუნვა, გოლების გატანა რთული ხდება, თუმცა ტიაგო მოტამ თავისი საქმე კარგად იცის.“

error: დაცული კონტენტი !