TuttoJuve

Juve per sempre sarà

პრანდელი:“ სპალეტი დიდებული მწვრთნელია, მაგრამ მას ხარისხიანი ტრანსფერები სჭირდება“

იტალიის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა ჩეზარე პრანდელიმ Gazzetta dello Sport-თან საინტერესო თემებზე ისაუბრა და მათ შორის იუვენტუსსაც შეეხო.

„სპალეტი იუვენტუსში ? ლუჩიანო დიდებული მწვრთნელია, ნამდვილი პროფესიონალი და ის თავის დონეს იუვენტუსში კიდევ ერთხელ ამტკიცებს. სპალეტის მისვლის შემდეგ, იუვენტუსს ახალი იდეები აქვს, გუნდი თავდაჯერებულია და გამარჯვებისთვის იბრძვის, სპალეტი შესანიშნავად მუშაობს, მაგრამ მას 2-3 ხარისხიანი ტრანსფერი სჭირდება, რომ უმაღლესი მიზნებისთვის იბრძოლოს.

„ილდისი დელ პიეროს მსგავსად ? კენანი გამორჩეული ტალანტია, მაგრამ ჯერჯერობით მისი დელ პიეროსთან შედარება უადგილოა. ალექსის ლიდერის თვისებები, მისი ტიტულები და ისტორია, რომელიც მან იუვენტუსში დაწერა გამორჩეული და უნიკალურია.“

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !