TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

პოზიტიური შეხვედრა იუვენტუსსა და ატალანტას შორის

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ალფრედო პედულას ინფორმაციით, იუვენტუსსა და ატალანტას შორის ტეუნ კოპმეიენრსის ტრანსფერის თაობაზე პოზიტიური შეხვედრა გაიმართა.

წყაროს ცნობით, მხარეებს შორის ბოლო დროს შექმნილი დაძაბულობა წარსულს ჩაბარდა და გუნდების წარმომადგენლებმა ნიდერლანდელი ფეხბურთელის ტრანსფერი მშვიდ, მეგობრულ გარემოში განიხილეს.

წყაროს ცნობით, დღევანდელი შეხვედრა დიდი ალბათობით კოპმეიენრსის იუვენტუსში ტრანსფერისკენ გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია და ნიდერლანდელი ტურინულ გრანდს დაახლოებით 55 მილიონი ევროს სანაცვლოდ უახლოეს დღეებში შეუერთდება.