პორტუს კიდევ ერთი უარი იუვენტუსს…
იუვენტუსსა და პორტუს შორის შიკო კონსეისაუს ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებები გრძელდება.
Sky Sport-ის ინფორმაციით, იუვენტუსმა პორტუს პორტუგალიელი ფეხბურთელის იჯარის 1 წლით გახანგრძლივება შესთავაზა, მისი შედმგომში 27-28 მილიონ ევროდ გამოსყიდვის ვალდებულებით.
წყაროს ცნობით, პორტუ კონსეისაუს სანაცვლოდ მოთხოვნილი თანხის შემცირების წინააღმდეგი არ არის, მაგრამ აღნიშნული თანხის მიღება ახლავე სურს.
მხარეებს შორის მოლაპარაკებები გრძელდება და შიკოს ტურინში დარჩენის შანსი საკმაოდ მაღალია…
გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)