TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

პორტუმ იუვეს წინადადება უარით გაისტუმრა

იუვენტუსსა და პორტუს შორის ფრანცისკო კონსეისაუს ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებები გრძელდება.

რომეო აგრესტის ინფორმაციით, იუვენტუსმა პორტუგალიელებს ფეხბურთელის 1-წლიანი იჯარის სანაცვლოდ 5 მილიონი ევრო შესთავაზა, შემდგომში 20 მილიონ ევროდ გამოსყიდვის პერსპექტივით.

პორტუ ფეხბურთელის იჯარით გაშვების წინააღმდეგი არ არის, თუ შემდგომში მისი გამოსყიდვა სავალდებულო იქნება. თავად კონსეისაუს კარიერის იუვენტუსში გაგრძელება უნდა და გუნდებს შორის მოლაპარაკებების დასრულების მოლოდინშია.