TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

პორტუს გარემარბი იუვენტუსის სიაში

იუვენტუსი მატიას სულესა და ფედერიკო კიეზას პოტენციური სემცვლელების ძიებას აგრძელებს და კრისტიანო ჯუნტოლის სიაში ამჯერად პორტუს გარემარბი გალენო გამოჩნდა.

26 წლის ფეხბურთელმა პორტუგალიურ გრანდში გასულ სეზონში ჩატარებულ 48 მატჩში 16 გოლი გაიტანა, 12 საგოლე გადაცემა გააკეთა და არაერთი გრანდის ინტერესი დაიმსახურა.

SportMediaset-ის ცნობით, პორტუ ბრაზილიელის სანაცვლოდ დაახლოებით 30-35 მილიონ ევროს ითხოვს.