TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

პორტუ კონსეისაუს გამოსასყიდი თანხის შემცირებაზე უარს ამბობს

იუვენტუსსა და პორტუს შორის ფრანცისკო კონსეისაუს თაობაზე მოლაპარაკებები გრძელდება.

SportItalia-ს ცნობით, იგორ ტუდორმა პორტუგალიელი ფეხბურთელის შენარჩუნება ითხოვა და დამიენ კომოლი ამ თემაზე მუშაობას უკვე შეუდგა.

კონსეისაუს გამოსასყიდი თანხა 32 მილიონია, იუვენტუსს ამ პუნქტის გააქტიურება 15 ივლისამდე შეუძლია, თუმცა ბიანკონერი მოთხოვნილი თანხის გადახდას არ აპირებს და მისი დაახლოებით 20 მილიონად გაფორმება სურს, რაზეც ჯერჯერობით პორტუ უარს ამბობს…

გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !