TuttoJuve

Juve per sempre sarà

პორტუ კონსეისაუს გამოსასყიდი თანხის შემცირებას დათანხმდა

იტალიური მედიის ინფორმაციით, იუვენტუსი და პორტუ შიკო კონსეისაუს ტრანსფერის თაობაზე შეთანხმებასთან ახლოს არიან.

ჯანლუკა დი მარციოს ცნობით, პორტუ კონსეისაუს გამოსასყიდი 30 მილიონი ევროს შემცირებას დათანხმდა და იუვენტუსისგან 25 მილიონ ევროს ითხოვს.

ტურინული გრანდის ბოლო წინადადება 22 მილიონი ევრო გახლდათ, ამიტომ დიდია ალბათობა, მხარეებმა უახლოეს პერიოდში საერთო ენა გამონახონ.

გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !