TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

პოგბას სურვილის მიუხედავად, იუვენტუსის გეგმები არ იცვლება…

იტალიური მედიის ინფორმაციით, იუვენტუსი პოლ პოგბას შენარჩუნებას არ გეგმავს და ტურინულ გრანდს ფრანგთან ხელშეკრულების გაწყვეტა აქვს გადაწყვეტილი.

გუშინდელ ინტერვიუში (იხილეთ აქ) პოგბამ ტურინულ გრანდში დარჩენის სურვილი გამოთქვა და ამისთვის არც ხელფასის შემცირებაზეა წინააღმდეგი, თუმცა ნიკოლო სკირას ცნობით, იუვენტუსი ფრანგის კონტრაქტის გაწყვეტაზე მუშაობას აგრძელებს და ნაკლებად მოსალოდნელია, პოლი ტურინული გრანდის მაისურით ვიხილოთ.

პოგბას მსურველები მრავლად ჰყავს, მათ შორის ყველაზე აქტიურად მას რობერტო დე ძერბის მარსელს უკავშირებენ.