TuttoJuve

Juve per sempre sarà

პლატინი:“ კონტე იუვენტუსისთვის გამორჩეული ფიგურაა, ჩემი ტურინში დაბრუნება ?…“

იუვენტუსის ლეგენდარულმა ფეხბურთელმა მიშელ პლატინიმ საინტერესო თემებზე ისაუბრა და მათ შორის ტურინულ გრანდსაც შეეხო.

„კონტეს იუვენტუსში შესაძლო დაბრუნება ? კონტე იტალიის ჩემპიონი და იუვენტუსის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა, თუმცა ტუდორიც ძალიან კარგი მწვრთნელია. იუვენტუსს გამარჯვებისთვის კარგი ფეხბურთელები სჭირდება, ხალხი მწვრთნელის მნიშვნელობას ზედმეტად ძვირად აფასებს, უფრო მნიშვნელოვანი ფეხბურთელები არიან.

„იუვენტუსში შესაძლო დაბრუნება ? ჩემთვის არავის დაურეკავს.

„ლიგის ფინალი ? პსჟ ძალიან კარგი გუნდია, მათი ყურება სასიამოვნოა და ფინალშიც მათ ვუქომაგებ.

„იუვეს სეზონი ? მიხარია, რომ ბიანკონერიმ სეზონი ოთხეულში დაასრულა და მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

„დავბრუნდებოდი თუ არა იუვეში ? მე მიხარია, რომ 40 წლის შემდეგ იქ ჩემზე კიდევ ფიქრობენ, თუმცა როგორც უკვე ვთქვი, ჩემთან არავის დაურეკავს.“

42 views
error: დაცული კონტენტი !